წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დამზადებულია ”ქრაუ პიქჩერზის” მიერ სპეციალურად ”ნი2 არტს”-ისთვის – ”მამია და ხალხი”. შეგიძლიათ განსაჯოთ მისი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული ღირებულებები:
Link: http://vimeo.com/7111031
წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დამზადებულია ”ქრაუ პიქჩერზის” მიერ სპეციალურად ”ნი2 არტს”-ისთვის – ”მამია და ხალხი”. შეგიძლიათ განსაჯოთ მისი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული ღირებულებები:
Link: http://vimeo.com/7111031
ეს ვიდეო, რომელიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, უკვე იყო დარელიზებული სხვა საიტზე, თუმცა ახლა მინდა მისი არა როგორც ვიდეოს, არამედ როგორც ახალი მცდელობის წარმოდგენა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიდეო კი არ გადავიღე, არამედ გავახმოვანე. შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ვგონებ. ასე რომ იხილეთ ვიდეო და შეაფასეთ თქვენც. ორიგინალი ფილმი – Downfall.
Link: http://vimeo.com/6993999
გუშინ მე და მროველა განვიხილავდით მიმდინარე პერიპეტიებს და უეცრად შემომაწვა საოცარი სურვილი რამის შექმნისა. ავიღე ჩვენი ძველი შტატივი, რამოდენიმე რაღაც დავამატე და მივიღეთ სრულიად ახალი, ამჯერად უკვე შესანიშნავად მომუშავე, კამერის სტაბილიზატორი, რომლითაც სატესტო ვიდეოც გადავიღეთ.
ოდნავ მოგვიანებით გადავიღებ და დავდებ პატარა და მოსახერხებელ ტუტორიალს, როგორ უნდა აიწყოს მსგავსი სტაბილიზატორი ჩვენს ხელთ არსებული არასპეციფიური საშუალებებით. მანამდე კი იხილეთ სატესტო ვიდეო:
Vimeo:
link: http://vimeo.com/5397567
და მაინც Youtube-ზეც:
ქალბატონებო და ბატონებო, გთავაზობთ ბონუს ვიდეოს ფილმზე The 69th Element (movie) – კამერის მიღმა დარჩენილი კადრები, მონტაჟი და ფილმში ვერ მოხვედრილი კადრები/სცენები. ამ ყველაფერს ამშვენებს მსუბუქი და ლამაზი მუსიკა.
ასე რომ უყურეთ და დატკბით, არანაკლები საყურებელია, ვიდრე ფილმი:
link: http://vimeo.com/5369802
უბადლო მონტაჟის ავტორი – მროველი
მინდა შემოგთავაზოთ ახალი ფილმი, რომელიც გადავიღეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თუმცა დღეს მივამონტაჟეთ მხოლოდ
ფილმი გადაღბულია იმ ახალი ტექნიკის დახმარებით, რომელზეც წინა პოსტში მქონდა ლაპარაკი, რაც ცოტათი შეეტყო კიდეც – კამერა ისე აღარ ხტუნაობს, როგორც საერთოდ ხტუნაობს ხოლმე
პოსტერი:

ფილმი გადაღებულია Trash სტილში, არანაირი წინასწარგანსაზღვრული სცენარი, მომზადებული სცენები და შერჩეული მსახიობები. ყველაფერი სუფთა იმპროვიზაციაა, რასაც თავისი ხიბლი აქვს.
ფილმში მონაწილეობენ:
ფილმის ჟანრია ეპიკური ჰორორი, სტილი უკვე მოგახსენეთ, რომ თრეში. ასე რომ განეწყვეთ ფილმის საყურებლად, ჩააქვრეთ ოთახში სინათლეები და ჩართეთ ფირი:
YouTube -დან:
link: http://www.youtube.com/watch?v=TMViSyZGBis
ან Vimeo -დან:
link: http://vimeo.com/5321048
პ.ს. კომენტარები are Welcomed!
ვაშა მშრომელებს…
ამ ცოტაოდენი ხნის წინ ვიმეოზე ვუყურებდი რაღაც ლამაზ და მშვენიერ ტუტორიალს, როგორ უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში ე.წ. ”Steadycam”-ი. სტედიკამი წარმოადგენს რაღაც პატარა მოწყობილობას, რომელიც გავს შტატივს და ასრულებს კამერის საპირწონეს ფუნქციას. გამოიყენება მოძრავი, ”ხელით” გადაღებისათვის, როდესაც კამერა არ არის შტატივზე დამაგრებული და წარმოადგენს ოპერატორის ”პირველი პირიდან” დანახულს. ვისაც გიცდიათ მსგავსი გადაღება კამერით, აუცილებლად დადგებოდით იმ პრობლემის წინაშე, რომ კამერა ხტუნავს, კადრი ცახცახებს და საბოლოოდ არაფერი კარგი აქედან არ გამოდის.
სწორედ ამისთვის მოიგონეს კამერის სტაბილიზატორი, რომელიც ერთდროულად ამძიმებს კამერას და თავისებურად წარმოადგენს ქანქარას, რომლის ერთ ბოლოში არის კამერა, მეორეში კი რაიმე სიმძიმე, რომელიც არ აძლევს კამერას და შესაბამისად კადრს იმის საშუალებას, რომ იფართხალოს და ყველაფერი გააფუჭოს.
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ტუტორიალს ვუყურებდითქო ამ ყველაფერზე, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს სტაბილიზატორის დამზადება, მაგრამ ერთმა მომენტმა დამაფიქრა – ბოლოში კამერის დასამაგრებელმა ვინტმა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გამახსენდა, რომ სადღაც ძველი და ცალფეხმოტეხილი ფოტოშტატივი მეგდო, რომელსაც ზუსტად ასეთი ვინტი აქვს თავში. გამოვაძრე, მივამაგრე კამერას და ოპა – ყოველგვარი წვალების გარეშე, ლამაზი და კოხტა სტაბილიზატორი შემრჩა ხელში, რომელსაც მართალია ცოტა გადაკეთება და დამუშავება უნდა, მაგრამ ნოლიდან აწყობას ჯობია.
ასე რომ, ესეც პატარა აპდეიტი გამოდის, ტექნიკის ამბავში. მაშასადამე ახალი ხარდი – ახალი ვიდეოები, უკეთესად გადაღებული. ვაშა…
კიდევ ერთი ვიდეო აჩქარებული სახით, ამჯერად გათენების და არა მზის ჩავსლის. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფილტრი გამოვიყენე, ვიდეო მაინც გადანათდა ბოლოსკენ. ცხადია ეს კამერის ბრალიცაა. არადა თავიდან კარგ ფერებზეა…
ეს ყველაფერი არის გუშინდელი და დღევანდელი ნაშრომი. მოკლედ ასეა თუ ისეა, ნახეთ ვიდეო:
YouTube:
link: http://www.youtube.com/watch?v=ZRXFOZzW7rU
Vimeo:
link: http://vimeo.com/4094925
Posted in Camera Shot, Releases | Tags: ვიდეო, მოკლე, effect, short, time, time lapse, vimeo, youtube
ისევ და ისევ ვიმეოს პროექტი, ამჯერად უფრო რთული, ვიდრე წინა (5×5). ”მეიკ სამ ნოის” – მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვეულებრივი ხმაურებისგან უნდა ააწყო რაღაც მუსიკის მსგავსი. ყოველთვის მინდოდა მსგავსი რამის გაკეთება, მაგრამ როდესაც ამას პროექტის და გამოწვევის სახე მიეცა, უფრო სტიმული მომეცა და გავაკეთე რაღაც, რისი ნახვაც შეგიძლიათ აქვე. ფაქტიურად შეფასებაც და რაც მთავარია – თქვენც შეგიძლიათ მსგავსის გაკეთება. ეს ყველაფერი, რასაც იხილავთ, სამი დღის არაინტენსიური მუშაობის შედეგია. მაშ ასე, ვიდეო:
link: http://vimeo.com/3601445
ეს ვიდეო არის გაკეთებული ვიმეოს პროექტისთვის ”5 Vignettes”. 5 ცალი 5 წამიანი ვიდეოს მონაკვეთი, დალაგებული ერთ ვიდეოში საერთო ხაზის მიხედვით. საკმაოდ საინტერესო რაღაცეებია ამაზე გადაღებული, სრული გალერეა შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე: Vimeo-5 vignettes (5×5). არტია რა, ფაქტიურად, ან შორტ ფილმი, ან რა ვიცი კიდევ რა.
ჩემი ვიდეო იხილეთ აქვე:
ლინკი: http://vimeo.com/3559593
ბევრი ვიშრომე თუ ცოტა (ღამის შრომა ორმაგად ანაზღაურებადიაო თან), შევქმენი ახალი ქუდი ვიდეოებისთვის, ძველი ცოტა არ იყოს გაცვდა და… გრაფიკული იდეა იგივეა თითქმის, ფონტია შეცვლილი, ეფექტი და რაღა თქმა უნდა საუნდტრეკი (ორიგინალი). ქუდი სიგრძეში იმხელაა, ქუდს რომ შეეფერება, 6 წამი ანუ, რაც სავსებით მოთმენადია ნებისმიერი ვიდეოს დასაწყისში.
შეგახსენებთ ან სულაც მოგახსენებთ, რომ ეს პოსტი განეკუთვნება კატეგორიას ”ვიდეო ბლოგი”, თავად ვიდეო ბლოგის ნახვა რომ vimeo.com/CrowPictures -ზე შეგიძლიათ, მაგას მგონი აღარც უნდა შეხსენება, მაგრამ მაინც, განმეორება ცოდნის დედააო. და აქვე ვიდეოვერსია ამ ყველაფრის:
ვიმეო:
link: http://vimeo.com/3152050
და აქვე სარეზერვო ვარიანტად YouTube: