ამ რამდენიმე დღის წინ დავიწყე After Effects-ის სწავლა. როგორც ყველა სწავლის პროცესი, ესეც საკმაოდ რუტინულია და დიდ მოთმინებას მოითხოვს. მაგრამ ინტერნეტში არსებული ძალიან კარგი ტუტორიალები და ის ფაქტი, რომ ნასწავლს მაშინვე იყენებ რაღაც ახლის ასაწყობად, ამარტივებს ყველაფერს. ასე რომ მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი წუხანდელი ნამუშევარი. დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ ვაკეთებ ასეთ რამეს, მაგრამ ”ჩახედვით და გადამეორებით” – კი ბატონო. იხილეთ და დატკბით.

პ.ს. ხმა არ ადევს, ასე რომ ტყუილად ნუ მოამზადებთ ყურებს.

ვიდეო – HD ვერსია:

ვიდეოს გვერდზე გადასასვლელად და დასაკომენტებლად, გაყევით ლინკს: Vimeo.com/15896182

Program used – Adobe after effects CS4

Advertisements