გამარჯობა ჩვენო ერთგულო, არაერთგულო და შემთხვევითო მაყურებელო. დღეს უკვე მესამე ორშაბათია დოგმაფილიისთვიც და წესით ახლა აქ მესამე ეპიზოდი უნდა დაიდოს. მაგრამ, მოგეხსენებათ იდეალური არაფერია ამქვეყნად, როგორც მეორე ეპიზოდში უკვე აღინიშნა, ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით და ”ქრაუ პიქჩერზის” ცხოვრებაც არაა გამონაკლისი. გარემოებების არასასურველი დამთხვევების გამო გამოვიდა ისე, რომ სერიის გადაღება ვერ მოხერხდა მთელი კვირის განმავლობაში, ძირითადად მროველის ფლანგზე. შოუ ჩავარდნის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ ჩვენმა გენიალურმა თავებმა იპოვა გამოსავალი.

მაშ ასე, მინდა წარმოგიდგინოთ ოდნავ სახეშეცვლილი დოგმაფილია, მესამე ეპიზოდი, სადაც მროველის მაგივრად უკვე ახალი წამყვანი და დოგმაფილია – დიმა, იგივე შოუმენი. ზემოთხსენებული გარემოებების გამო სერია გადავიღეთ მხოლოდ გუშინ, ამიტომ ახლა შემიძლია შემოგთავაზოთ მხოლოდ და მხოლოდ ტრეილერი ახალი ეპიზოდისა, რომელიც ოთხშაბათს გამოვა.

მაშ ასე, იცნობდეთ და გიყვარდეთ, დოგმაფილია – მესამე ეპიზოდი (ტრაილერი). აქვე საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ამ ეპიზოდში ვამოწმებთ დოგმას ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო”.

ახლა კი საქმე. ვიდეო Google Video -ზე:


Link: http://video.google.com/videoplay?docid=-7710881014089901198&hl=en

ვიდეო YouTube -ზე:


Link: http://www.youtube.com/watch?v=r17_fGYpyh0

და რა თქმა უნდა ქართულ რესურსზეც: http://tvali.ge/index.php?action=watch&v=29652

Advertisements