მაშასადამე სტუდიაში ცვლილებებია. სტუდია დატოვა და მეზობელ დაჯგუფებას შეეხიზნა დონის მსახიობი, კაცი ზომბი და კაცი ავადმყოფური აზროვნება, თვით გეგა, გარდა მსახიობურ ტალანტისა, გეგა სპეცეფექტების შესანიშნავი ოსტატია, ასე რომ მეზობელ დაჯგუფებას შეუძლია დილა-საღამოს სანთლები გვინთოს ასეთი კაცი რომ იშოვნეს 😐
გეგას წასვლას გარდა უარყოფითისა, დადებითი მხარეებიც აქვს. დღეიდან სტუდია უფრო შეიკრა და უახლოეს მომავალში სტუდიის რეზიდენტ წევრად ალბათ არავის მივიღებთ.

მაშასადამე, crowpictures-ის სტაფი დღევანდელი მდგომარეობით:

ყვავა სტუდიის სული და გული, მთავარი ინტელექტუალური რესურსი, რეჟისორი და პროდიუსერი

მროველი სტუდიის ახალი შენაძენი. მისი მთავარი საქმე პროფესიული სცენარების წერა, მედია მენეჯმენტი, ტვინის ბურღვა და სიგარეტის მოწევაა

კაქტუსა კიდევ ერთი ინტელექტუალური რესურსი + კომპიუტერული გრაფიკა და სპეცეფექტები

ეს ცოცხალი ძალა, რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენი სტუდიის განაკრგულებაშია Samsung-ის ვიდეო კამერა (ზუსტი მოდელი არ მახსოვს 😐 ) შტატივი, ანიმაციური სტუდია (დაწვრილებით ქვედა პოსტში) ორი მეტნაკლებად ძლიერი კომპიუტერი, ასევე სცენარისტის განკარგულებაშია პროფესიული სცენარების საწერი პროგრამა, რომელიც მწარმოებლის საიტზე 300 მწვანე ღირს, ვარეზებზე კი არ იშოვნება 😉

Advertisements