მაშდამე, გამარჯობა.

სტუდია “Crow Pictures”-ს ოფიციალურად შემოუერთდა აქამდე განზე მდგომი და ცალკე მოღვაწეობით დაკავებული, მრავალი ნოველისა თუ მოთხრობის ავტორი, სცენარისტი ლევან მროველი. იმედია, რომ მისი ტალანტი და ენთუზიაზმი სასიკეთოდ გამოადგება სტუდიას და იქნება საწინდარი ჩვენი მომავალი წარმატებისა. აქამდე ის მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა სცენარების, კერძოდ კი ”ცანგალა და გოგონა”-ს კლიპის სცენარის შექმნა-დამუშავებაში.

ახლა კი არაოფიციალური ნაწილი 🙂  მოკლედ, ლევანჩიკი ჩვენს გვერდითაა, ერთი თავი კარგიაო, მაგრამ ორი უკეთესიო… თან ეს აპგრეიდი, ჩვენში რომ დარჩეს, მარტო ინტელექტუალური განახლება არაა, ჩვენი აპარატურის დონესაც შეეტყობა… ასე თუ ისე 🙂

ასე რომ ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

Advertisements