ასეა თუ ისე სიახლე, რაც არ უნდა პატარა იყოს ის, ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით თუკი ეს სიახლე დაკავშირებულია ახალი შესაძლებლობების გახსნასთან, როგორც ამ შემთხვევაში. სიახლე არც ისეთი დიდია, დროის აჩქარებით წათამაშება გადავწყვიტე, კარგი ეფექტები გამოდის ხოლმე.
პრინციპი მარტივია, ვიღებთ ვიდეოს ანუ კადრების მიმდევრობას და ვუყურებთ იმაზე ჩქარა, ვიდრე გადაღებულია. ამ ყველაფერს აკეთებს პროგრამა (handy avi 3.1), ხელით კეთება მაზოხიზმია. აგერ, პატარა დემო:
გადაღების ტექნიკა: გადაღების სისწრაფეა ერთი კადრი ორ წამში, ვიდეოში გამოყენებულია 30 კადრი წამში, 60-ჯერადი აჩქარება, ანუ ვიდეოს ერთი წამი არის რეალური ერთი წუთი.
”ტუტორ შოუ”- პატარა, ცხოვრებისეული დეტალები, ნაჩვენები ვიდეოტუტორიალის სახით. ამ სადებიუტო სერიაში ნაჩვენებია როგორ უნდა ვიყიდოთ პრეზერვატივი. უყურეთ, დაფიქრდით, შეიძლება გაიცინოთ, შეიძლება არც, მაგრამ თუკი ეს პატარა შოუ ოდნავ მაინც იმოქმედებს თქვენზე (დადებითად ან უარყოფითად), ნუ დაგეზარებათ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ ყველაფრის შესახებ, რა არის კარგი, რა არა და ა.შ. მოკლედ, იხილეთ ”ტუტორ შოუ”-ს პირველი სერია ”როგორ ვიყიდოთ პრეზერვატივი”.
იდეა ინსპირირებულია ქუჩაში გაკრული ბანერის მიერ, რომელსაც ეწერა ”რადიო პალიტრა”. იდეის ინსპირირება მოხდა ჩემი და ბატონი დავითის მიერ, იქვე სპონტანურად შეიკრიბა სტაფი (გეგა და გოშა), მოვიფიქრეთ სახელი ”TV პოლლიტრა” და პირველი შოუც გადავიღეთ, იქვე ხელათ ნაშოვნ სტუდიაში (გოშას პადვალში).
ვიდეო სამწუხაროდ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან და რადგან ძალიან დიდი გამოვიდა და სად შევტენო არ ვიცი, მაგრამ საღამოსკენ უკვე შეგეძლებათ დატკბეთ ჩვენი გენიალური შემოქმედებით. ჩათვალეთ, რომ ეს არის ანონსი.
ელოდეთ რელიზს. მანამდე კი ერთ სანუგეშო სკრინს გაჩვენებთ, შოუდან, ”მე და ბატონი დავითი” .
…
Update: ქართული ინტერნეტის პირობებში (როგორც ამბობენ მალე ესეც აღარ გვექნება) ეღირსა და ავქაჩე ვიდეო MyVideo.ge -ზე. შეგიძლიათ უყუროთ და დატკბეთ. ვიდეოს სიგრძე – 23:47, ხარისხი – Fine.
იცით ალბათ უკვე, რომ პირველი სერია ორშაბათს უნდა გამოსულიყო, პირველში, მაგრამ მაქამდე ჯერ ერთი რა დაიცდიდა და მერეც მეორე, ტრაილერი ყველა პროდუქტს ჭირდება…
აქედან გამომდინარე მინდა წარმოგიდგინოთ პირველი სერიის ტრაილერი. ამ სერიაში, რომელიც ამავდროულად სეზონის პირველი სერიაცაა, ყვავა და მროველი შეუტევენ დოგმას “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი”. ამ ყველაფერთან ერთად კი პირველი სურპრიზიც – სერიალში ახალი პერსონაჟია, განუმეორებელი ჰანი. ასე რომ უყურეთ და დაელოდეთ ორშაბათს…
ქალბატონებო და ბატონებო!
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ”ქრაუ პიქჩერზის” ახალი პროექტი ”დოგმაფილია”.
როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ფრთიანი გამოთქმებითა თუ ანდაზებით, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვიც არავის შეაქვს, მაგალითად ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო”. მაგრამ ასეა თუ არა, მართლა შესაძლებელია თუ არა ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა, ეს არავინ იცის, ან თუნდაც ერთნაირად ”მოეფინების” თუ არა მზე ვარდსა და ნეხვს. ამ ყველაფრის შემოწმება, დამეთანხმებით რომ აუცილებელია…
”Crow Pictures” წარმოგიდგენთ შოუს ”დოგმაფილია”, რომელშიც ორი დოგმაფილი, ყვავა და მროველა, მოახდენენ სასწაულებს, გადატრიალებას ერის აზროვნებაში და მეცნიერულად შეამოწმებენ ყველა იმ მითის რაობას და სიმართლეს, რომელიც ტრიალებს ხალხში, თუნდაც ერთი მარგალიტი რომ ავიღოთ – ”გრუზინსკი ხუი ბეტონ ლამაეტ”… რას და როგორ გატეხავს ”ქართული ხუი”, მაგას თქვენი თვალით იხილავთ.
ამ ყველაფერს ექნება შოუს სახე, რომლის პირველი სერიის გამოსვლაც დაგეგმილია ”სექტემბერსა პირველსა, 2008” და ამის შემდეგ ყოველ ორშაბათს თქვენი თვალით შეგეძლებათ იხილოთ მორიგი დოგმის მსხვრევა ან თუნდაც დამტკიცება. მანამდე კი იხილეთ საპილოტო-საანონსო სერია, სადაც უბრალოდ ხდება ამ ყველაფრის წარდგენა.