Tag Archive: pictures


Mamia and Folks – Ep. 1

წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დამზადებულია ”ქრაუ პიქჩერზის” მიერ სპეციალურად ”ნი2 არტს”-ისთვის – ”მამია და ხალხი”. შეგიძლიათ განსაჯოთ მისი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული ღირებულებები:

Link: http://vimeo.com/7111031

ახალი ”ფილმი”, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. პრინციპში, ფილმი ყველაფერს შეიძლება ეწოდოს, თუნდაც ის სრულიად შემთხვევით იყოს გადაღებული, როგორც ამ შემთხვევაში.

”ჩასაფრებული შეიდი, უხილავი ყვავი” არის ამ ჟანრის შედევრი. ფილმი გადაღებულია ჩინური ორთაბრძოლების საუკეთესო ტრადიციებში, მასში… მოკლედ ბლა ბლა ბლა :D

მობილნიკით გადაღებული ერთ წუთიანი ბოევიკი. უყურეთ და დატკბით :-)

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=UguV-juJHa4

New! ჩამოსაქაჩი ბმული (ბინ.გე): http://bin.ge/file/164748/Crounching-Shady–Hidden-Crow.wmv.html

ეს კი პოსტერი:

მეორე სეზონი, პირველი სერია.

ალბათ გახსოვთ “იცით თუ არა რომ, კონგოსთან ერთად” -ი, პირველი სერიები, პირველი ისტორიები და დაუვიწყარი კონგო…

ეს იყო ადრე… ეს იყო კარგი…
მოვიდა ახალი წელი და დადგა დრო ახალი სეზონის გადაღებისა. ამჯერად უკეთეს ხარისხს მივაღწიეთ, ვიდრე წინა სერიებში იყო.

იხილეთ ვიდეო:

პირდაპირი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=e0hWW6x1AlU

გადმოსაწერი ლინკი: http://files.ge/file/184876/IciT-Tu-ara-rom—Gegastan-ErTad—gadacema-2-1-wmv.html

კიდევ ერთი: http://allshares.ge/download.php?id=AC686FD37

კინო მომეცით!

მომეცით კინო :)

გინახავთ ალბათ კინოს დასაწყისში რაღაც ყვერობა ლოგოები რომ არის ხოლმე, კომპანიის ჩახუტების და სიყვარულის ამბავში. ეგეთივე რაღაცაა ესეც :-) დატკბით აბა…

ლინკი ვიდეოზე: http://www.youtube.com/watch?v=1KGlejVKcSA 

Test Animation

დღეს მროველი იყო ჩემთან…

ჰოდა მოდი, რა ვქნათ, რა ვქნათო და გავაკეთეთ პატარა ტესტი სისტემისა, სატესტო ანიმაცია, ”კაკ ვსიო ეტო ბუძიტ რაბოტაწ”. შედეგი მოგვეწონა, შეიძლება ასე მუშაობა თურმე.

ანიმაცია, როგორც ასეთი, არაფერი განსაკუთრებული არაა, რამდენიმე (50+) კადრი გადავიღეთ და მერე ერთმანეთზე მივაბით, პატარა მუსიკა დავადეთ და ესეც შენი სატესტო ანიმაცია.

აქვე ფოტოები და რაღა თქმა უნდა ვიდეოც, რა გამოვიდა და როგორ კეთდებოდა.

აგერ მეორე კადრიც…

და რაღა თქმა უნდა თავად ვიდეოც:

პირდაპირი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=dx23PA1lDQ8

სცენარისტი в студию!

მაშდამე, გამარჯობა.

სტუდია ”Crow Pictures”-ს ოფიციალურად შემოუერთდა აქამდე განზე მდგომი და ცალკე მოღვაწეობით დაკავებული, მრავალი ნოველისა თუ მოთხრობის ავტორი, სცენარისტი ლევან მროველი. იმედია, რომ მისი ტალანტი და ენთუზიაზმი სასიკეთოდ გამოადგება სტუდიას და იქნება საწინდარი ჩვენი მომავალი წარმატებისა. აქამდე ის მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა სცენარების, კერძოდ კი ”ცანგალა და გოგონა”-ს კლიპის სცენარის შექმნა-დამუშავებაში.

ახლა კი არაოფიციალური ნაწილი :-)  მოკლედ, ლევანჩიკი ჩვენს გვერდითაა, ერთი თავი კარგიაო, მაგრამ ორი უკეთესიო… თან ეს აპგრეიდი, ჩვენში რომ დარჩეს, მარტო ინტელექტუალური განახლება არაა, ჩვენი აპარატურის დონესაც შეეტყობა… ასე თუ ისე :-)

ასე რომ ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.