Tag Archive: News


Time Lapse

ასეა თუ ისე სიახლე, რაც არ უნდა პატარა იყოს ის, ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით თუკი ეს სიახლე დაკავშირებულია ახალი შესაძლებლობების გახსნასთან, როგორც ამ შემთხვევაში. სიახლე არც ისეთი დიდია, დროის აჩქარებით წათამაშება გადავწყვიტე, კარგი ეფექტები გამოდის ხოლმე.

პრინციპი მარტივია, ვიღებთ ვიდეოს ანუ კადრების მიმდევრობას და ვუყურებთ იმაზე ჩქარა, ვიდრე გადაღებულია. ამ ყველაფერს აკეთებს პროგრამა (handy avi 3.1), ხელით კეთება მაზოხიზმია. აგერ, პატარა დემო:

გადაღების ტექნიკა: გადაღების სისწრაფეა ერთი კადრი ორ წამში, ვიდეოში გამოყენებულია 30 კადრი წამში, 60-ჯერადი აჩქარება, ანუ ვიდეოს ერთი წამი არის რეალური ერთი წუთი.

Video Vimeo-ზე:

link:  http://vimeo.com/3060571

ან ვიდეო YouTube-ზე:

link: http://www.youtube.com/watch?v=cUHVS1SfQ58

პროფილები

ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, მომივიდა ასეთი შესანიშნავი იდეა, რომ საიტს, ბლოგს ან რაც გინდათ ის უწოდეთ-ს უნდა დაემატოს განყოფილება ”პროფილები”, სადაც იქნება ”ქრაუ პიქჩერზის” სტაფის პროფილები, ვინ არიან, რას აკეთებენ, რა როლი აქვთ ამ ყველაფერში და რაც მთავარია – იქვე იქნება პატარა ვიდეოპროფილიც მათთვის, ვისაც კითხვა ეზარება და საერთოდ, ვისაც ვიდეოს ყურება უყვარს :)

მოკლედ, ელოდეთ სიახლეებს. ყველა სიახლე, რა თქმა უნდა, დაიწერება აქვე. იმისათვის, რომ განახლება ავტომატურად მოგივიდეთ, გამოიწერეთ ბლოგის RSS არხი,  ან უბრალოდ ჩაამატეთ ბლოგი ფავორიტებში (Ctrl + D) და  შემოდით ხოლმე რეგულარულად.

ასე რომ, ელოდეთ სიახლეებს.

მაშასადამე სტუდიაში ცვლილებებია. სტუდია დატოვა და მეზობელ დაჯგუფებას შეეხიზნა დონის მსახიობი, კაცი ზომბი და კაცი ავადმყოფური აზროვნება, თვით გეგა, გარდა მსახიობურ ტალანტისა, გეგა სპეცეფექტების შესანიშნავი ოსტატია, ასე რომ მეზობელ დაჯგუფებას შეუძლია დილა-საღამოს სანთლები გვინთოს ასეთი კაცი რომ იშოვნეს :|
გეგას წასვლას გარდა უარყოფითისა, დადებითი მხარეებიც აქვს. დღეიდან სტუდია უფრო შეიკრა და უახლოეს მომავალში სტუდიის რეზიდენტ წევრად ალბათ არავის მივიღებთ.

მაშასადამე, crowpictures-ის სტაფი დღევანდელი მდგომარეობით:

ყვავა სტუდიის სული და გული, მთავარი ინტელექტუალური რესურსი, რეჟისორი და პროდიუსერი

მროველი სტუდიის ახალი შენაძენი. მისი მთავარი საქმე პროფესიული სცენარების წერა, მედია მენეჯმენტი, ტვინის ბურღვა და სიგარეტის მოწევაა

კაქტუსა კიდევ ერთი ინტელექტუალური რესურსი + კომპიუტერული გრაფიკა და სპეცეფექტები

ეს ცოცხალი ძალა, რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენი სტუდიის განაკრგულებაშია Samsung-ის ვიდეო კამერა (ზუსტი მოდელი არ მახსოვს :| ) შტატივი, ანიმაციური სტუდია (დაწვრილებით ქვედა პოსტში) ორი მეტნაკლებად ძლიერი კომპიუტერი, ასევე სცენარისტის განკარგულებაშია პროფესიული სცენარების საწერი პროგრამა, რომელიც მწარმოებლის საიტზე 300 მწვანე ღირს, ვარეზებზე კი არ იშოვნება ;)

კლიპს ვიღებთ…

დღეს დავიწყეთ ჯგუფ ”Immortal Drunkards” -ის სიმღერაზე ”ცანგალა და გოგონა” კლიპის გადაღება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ხვალ რაღაც ტექნიკურ საკითხებზე უნდა ვირბინოთ (გრიმი, სისხლი და ათასი ჯანდაბა) და იმედია ამ დღეებში, კაკრაზ სანამ თოვლიც არის, კლიპის ნახევარს მაინც გადავიღებთ.

მეორე ნახევარი კიდევ ცალკე პესნიაა, მგონი ამ სისხლიან ნაწილზე უფრო ტვინის საბურღი, მაგრამ ეგ არაფერი, დედას ვუტირებთ…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.