დოგმაფილია, მეორე ეპიზოდი, სახელად ”რაც არ იწვის, არ ანათებს”. მართლაც, ასეა თუ არა, ყველაფერი რაც ანათებს, აუცილებლად უნდა იწვოდეს? როგორც ამ სერიაში დგინდება, სულაც არა. ასე რომ ბევრი შესავლის გარეშე უბრალოდ ვიდეო…
ავტორები და წამყვანები: ყვავა და მროველი
ოპერატორი და მემიკროფონე: აპოკალიფსი
მონტაჟი და ჩახუტება: ყვავა
პირველ რიგში მინდა მოგიბოდიშოთ იმის გამო, რომ ამდენი ხანი არ დაიდო სერია. ეს ყველაფერი მოხდა ჩვენზე ნაკლებად დამოკიდებული მიზეზების გამო, ასე რომ შოუს მსვლელობაში არაფერი იცვლება და შემდეგ ორშაბათს ჩვეულებრივად იქნება მეორე სერია.
ახლა კი ამ სერიაზე. სერიის სახელია ”ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი” და შესაბამისად ვამოწმებდით ამ ფრაზას. რატომ ავირჩიეთ ეს აფორიზმი? მართალი რომ ვთქვა, არ ვიცი. გვაქვს რეზერვში ამაზე ბევრად უკეთესი და უფრო ”ჰიტოვი” ფრაზები, რომლებიც კარგი იქნებოდა პირველ გადაცემაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამაზე გავჩერდით.
სერიაში, როგორც ეს გადაცემის ფორმატიდან მოსალოდნელი იყო, ვცდილობთ პირდაპირი მიდგომის გზით შევამოწმოთ დოგმის სიმართლე, მართალია რეალურად არავის ვკლავთ ვიწრო გზებზე, მაგრამ იმიტაციას მაინც ვახდენთ. საბოლოოდ, სხვადასხვანაირი გზების და იარაღების კომბინაციების შემდეგ ვასკვნით, რომ ეს დოგმა არის მართალი, ვიწრო და კლდოვანი გზა, ანუ პატარა ბილიკი, ვერანაირი სახის სიკვდილისგან ვერ დაგიფარავს. რაც შეეხება დიდ გზას, აქ უკვე გიჩნდება რაღაც შანსები.
სერიის ავტორები – ყვავა და მროველი
სცენარიც მათივე
ოპერატორი და ხმის რეჟისორი – აპოკალიფსი
ასისტენტის როლში – ჰანი
იცით ალბათ უკვე, რომ პირველი სერია ორშაბათს უნდა გამოსულიყო, პირველში, მაგრამ მაქამდე ჯერ ერთი რა დაიცდიდა და მერეც მეორე, ტრაილერი ყველა პროდუქტს ჭირდება…
აქედან გამომდინარე მინდა წარმოგიდგინოთ პირველი სერიის ტრაილერი. ამ სერიაში, რომელიც ამავდროულად სეზონის პირველი სერიაცაა, ყვავა და მროველი შეუტევენ დოგმას “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი”. ამ ყველაფერთან ერთად კი პირველი სურპრიზიც – სერიალში ახალი პერსონაჟია, განუმეორებელი ჰანი. ასე რომ უყურეთ და დაელოდეთ ორშაბათს…
ქალბატონებო და ბატონებო!
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ”ქრაუ პიქჩერზის” ახალი პროექტი ”დოგმაფილია”.
როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ფრთიანი გამოთქმებითა თუ ანდაზებით, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვიც არავის შეაქვს, მაგალითად ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო”. მაგრამ ასეა თუ არა, მართლა შესაძლებელია თუ არა ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა, ეს არავინ იცის, ან თუნდაც ერთნაირად ”მოეფინების” თუ არა მზე ვარდსა და ნეხვს. ამ ყველაფრის შემოწმება, დამეთანხმებით რომ აუცილებელია…
”Crow Pictures” წარმოგიდგენთ შოუს ”დოგმაფილია”, რომელშიც ორი დოგმაფილი, ყვავა და მროველა, მოახდენენ სასწაულებს, გადატრიალებას ერის აზროვნებაში და მეცნიერულად შეამოწმებენ ყველა იმ მითის რაობას და სიმართლეს, რომელიც ტრიალებს ხალხში, თუნდაც ერთი მარგალიტი რომ ავიღოთ – ”გრუზინსკი ხუი ბეტონ ლამაეტ”… რას და როგორ გატეხავს ”ქართული ხუი”, მაგას თქვენი თვალით იხილავთ.
ამ ყველაფერს ექნება შოუს სახე, რომლის პირველი სერიის გამოსვლაც დაგეგმილია ”სექტემბერსა პირველსა, 2008” და ამის შემდეგ ყოველ ორშაბათს თქვენი თვალით შეგეძლებათ იხილოთ მორიგი დოგმის მსხვრევა ან თუნდაც დამტკიცება. მანამდე კი იხილეთ საპილოტო-საანონსო სერია, სადაც უბრალოდ ხდება ამ ყველაფრის წარდგენა.