Tag Archive: ქუდი


vLog – ახალი ქუდი

ბევრი ვიშრომე თუ ცოტა (ღამის შრომა ორმაგად ანაზღაურებადიაო თან), შევქმენი ახალი ქუდი ვიდეოებისთვის, ძველი ცოტა არ იყოს გაცვდა და… გრაფიკული იდეა იგივეა თითქმის, ფონტია შეცვლილი, ეფექტი და რაღა თქმა უნდა საუნდტრეკი (ორიგინალი). ქუდი სიგრძეში იმხელაა, ქუდს რომ შეეფერება, 6 წამი ანუ, რაც სავსებით მოთმენადია ნებისმიერი ვიდეოს დასაწყისში.

შეგახსენებთ ან სულაც მოგახსენებთ, რომ ეს პოსტი განეკუთვნება კატეგორიას ”ვიდეო ბლოგი”, თავად ვიდეო ბლოგის ნახვა რომ vimeo.com/CrowPictures -ზე შეგიძლიათ, მაგას მგონი აღარც უნდა შეხსენება, მაგრამ მაინც, განმეორება ცოდნის დედააო. და აქვე ვიდეოვერსია ამ ყველაფრის:

ვიმეო:

link: http://vimeo.com/3152050

და აქვე სარეზერვო ვარიანტად YouTube:

link: http://www.youtube.com/watch?v=-DJyNAQuafM

კინო მომეცით!

მომეცით კინო :)

გინახავთ ალბათ კინოს დასაწყისში რაღაც ყვერობა ლოგოები რომ არის ხოლმე, კომპანიის ჩახუტების და სიყვარულის ამბავში. ეგეთივე რაღაცაა ესეც :-) დატკბით აბა…

ლინკი ვიდეოზე: http://www.youtube.com/watch?v=1KGlejVKcSA 

ქუდი მზადაა

არა, მკერავობა არ დამიწყია…

ქუდი გავაკეთე რა, ვიდეო ქუდი, უფრო სწორად ვიდეოების ქუდი, ანუ ვიდეო როლიკი, რომლითაც დაიწყება (სანამ უკეთესს არ გავაკეთებ :P ) ყველა ანიმაცია, ჩვენს მიერ გაკეთებული. მოკლედ, ქუდია რა :) ნუ საუნდტრეკი ორიჯინალი, ბაი მი.

და რაღა თქმა უნდა ლინკი ვიდეოზე: http://www.youtube.com/watch?v=MScvV3DcyOc

Follow

Get every new post delivered to your Inbox.