Tag Archive: ნი2


მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ნაწარმი, რომელიც მართალია უკვე წარვადგინე სხვა საიტებზე (ni2.ge, bigcrow.ge), მაგრამ როგორც ნამუშევარი ჯერ არ განმიხილია.

ესაა ვიდეო ”შარფი და *ლე ლიბერალები”. ვიდეო გადავიღეთ 25 ივნისს, 2010, როდესაც მე და საბა ვიყავით ზღვაზე. ჩემი დივიკამი არ მქონდა თან წაღებული, შესაბამისად არც სთეიდიკამი, რის გამოც გამოსახულება საკმაოდ არასტაბილურია და ხტუნავს. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ყველა მოქმედება, ფრაზა თუ კადრი არის იმპროვიზაცია. იმპროვიზაციაა მონტაჟიც, ფლეშკაზე შემთხვევით ნაპოვნი ქუდებით. თუმცა შესანიშნავი განათება და კარგი სამოყვარულო კამერა თავისას შვება და ვიდეოს ხარისხი ასატანს უახლოვდება. ახლა კი თავად ვიდეო, რომელიც წარმოადგენს ვიდეოშარჟს ქართული ჟურნალისტიკისა.

მაშ ასე, როგორც იქნა დადგა დრო, რომ წარმოგიდგინოთ ამდენი ხნის ნასწავლის და ნაღეჭის შედეგი. მართალი რომ ვთქვა, არც თუ ისე ამდენი ხანის, მაგრამ მაინც არის რაღაც შრომა ამაში ჩადებული.

პროექტი ხორციელდება ნი2.გე – თვის. ახლა კი თავად პროექტი. შეგახსენებთ, რომ ამასწინათ დავაპირე ხელით ნახატი მარტივი ანიმაციის გაკეთება, რისთვისაც მინისტუდიაც ავაწყვე, მაგრამ ტექნიკის უქონლობის გამო მომიწია ამ იდეაზე უარის თქმა (გადაღები ტექნიკის).

არც თუ ისე დიდი ხნის წინ კი ხელი მივყავი კომპიუტერულ, კერძოდ კი ვექტორულ, ანიმაციას (პროგრამა – Anime studio pro v.5.6). მართალია ძალიან დიდი ტემპებით არა, მაგრამ მაინც მივიწევ წინ. ორიოდე დამხმარეც რომ მყავდეს, შესანიშნავ რამეს გადავიღებდი, მარტო უბრალოდ ვერ გავწვდები იმდენი რამის ხატვა-ანიმაცია-გახმოვანება-მონტაჟს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზომის რაღაც გავაკეთო. ან დიდი დრო დამჭირდება ძალიან. ვნახოთ, ვნახოთ…

მანამდე კი წარმოგიდგენთ მიმდინარე რაღაცეებს. პირველი ჩარი, კოდური სახელწოდებით ”ნებიერა” და მისი პირველი მოძრაობა, ლაპარაკი და თვალების ანიმაცია:

link: http://vimeo.com/8143275

და მეორე ცდა, იგივე ჩარით, ოღონდ აქ დამატებულია გარემო, ანიმირებული გარემო, ასევე დამატებულია ლეიერების სიღრმის ეფექტი, რაც მანძილის შთაბეჭდილებას ქმნის. ასევე ანიმირებულია კამერაც:

link: http://vimeo.com/8585216

შეგახსენებთ, რომ ყველა დანარჩენი ვიდეოს და მთლიანად ”ქრაუ პიქჩერზის” ვიდეო სტრიმის ნახვა შეგიძლიათ ვიმეოს არხზე – Vimeo.com/channels/crowpictures

Mamia and Folks – Ep. 1

წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დამზადებულია ”ქრაუ პიქჩერზის” მიერ სპეციალურად ”ნი2 არტს”-ისთვის – ”მამია და ხალხი”. შეგიძლიათ განსაჯოთ მისი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული ღირებულებები:

Link: http://vimeo.com/7111031

ეს ვიდეო, რომელიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, უკვე იყო დარელიზებული სხვა საიტზე, თუმცა ახლა მინდა მისი არა როგორც ვიდეოს, არამედ როგორც ახალი მცდელობის წარმოდგენა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიდეო კი არ გადავიღე, არამედ გავახმოვანე. შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ვგონებ. ასე რომ იხილეთ ვიდეო და შეაფასეთ თქვენც. ორიგინალი ფილმი – Downfall.

Link: http://vimeo.com/6993999

Follow

Get every new post delivered to your Inbox.