Tag Archive: არტი


[rel] Rain in Tbilisi

ვიდეო, გადაღებული სპონტანურად. რამდენიმე კადრის გადაღება მინდოდა ჯერ არჩაუწერელი სიმღერისთვის და ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ სულ სხვა მხარეს წავედი და მცირედი ვიდეოარტიც ავაწყვე. არტი თავის მხრივ არ შეიცავს არაფერ განსაკუთრებულს და პიზდეცინტელექტუალურს. ერთია, რომ ამ ჟანრში ეს ჩემი პირველი ნამუშევარია. ასე თუ ისე სრული ფორმის.

უბრალოდ დატკბით კადრის სილამაზით.

Soft used:
Stoik Capture – capturing video
Sony Vegas 9.0 – editing

ვიდეოს სრული ხარისხის სანახავად ჩართეთ HD mode და გაუშვით მთელს ეკრანზე.

ვიმეოზე დასაკომენტებლად, გადადი ვიდეოს გვერდზე: Vimeo.com/15577837

[rel] Robot Power

წარმოგიდგენთ დემო ვიდეოს, რომელიც გუშინ გადავიღე და დავამონტაჟე. ვიდეოს სიუჟეტი და სცენარი არ აქვს, ვინაიდან და რადგან წარმოადგენს მხოლოდ ძალების მოსინჯვას. ძალები მოსინჯულია და მწვანე შუქი ანთებულია – ასეთი ვიდეოების გადაღება შემძლებია. შემდეგი იქნება ალბათ უკვე მსგავსი სკილების სცენარიან არტში გამოყენება.

შეაფასეთ და დააფასეთ, თვით ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/13059573

[release] Durex – Create the next Ad

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომლიც დამზადებულია დურექსის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. Create the next Durex ad -ასე ქვია ამ კონკურსს. კლიპის იდეა მარტივია – დურექსი არ აპარებს. სარეკორდოდ დიდხანს ნაფიქრი და სარეკორდოდ მოკლე დროში დამზადებული ვიდეორგოლი. იხილეთ:

Link to video: http://vimeo.com/13056055

გთხოვთ დააშეაროთ/გაავრცელოთ.

წარმოგიდგენთ ახალი კამერით გადაღებულ ახალ ნამუშევარს (14 აპრილი, 2010).

შორტ ფილმი – ”მისტერ დამძახებელი”. ეს არის პატარა ურბანული არტი, რომელიც რამდენიმე რეკორდს ერთდროულად ხსნის ქრაუ პიქჩერზისთვის – ყველაზე მოკლე ფილმი, ყველაზე მალე გადაღებული ფილმი, ყველაზე colored ფილმი, პირველი ვაიდსკრინ ფილმი.

იდეა თავისთავად არახალია და აღებულია ურბანული კულტურიდან. აქ იუმორისტულ სტილშია მოთხრობილი ერთი მცირე პრობლემის შესახებ, კერძოდ ესაა ”გადაწელილი ბაზარი”. დანარჩენს სიტყვებით ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო.

მცირე ტიტრები – სცენარის ავტორები, რეჟისორები, კამერა და გადაღება – ყვავა და მროველი. მაშ, მოვიდა ვიდეოს დროც:

link to video: http://vimeo.com/10929482

Mamia and Folks – Ep. 1

წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დამზადებულია ”ქრაუ პიქჩერზის” მიერ სპეციალურად ”ნი2 არტს”-ისთვის – ”მამია და ხალხი”. შეგიძლიათ განსაჯოთ მისი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული ღირებულებები:

Link: http://vimeo.com/7111031

ეს ვიდეო, რომელიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, უკვე იყო დარელიზებული სხვა საიტზე, თუმცა ახლა მინდა მისი არა როგორც ვიდეოს, არამედ როგორც ახალი მცდელობის წარმოდგენა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიდეო კი არ გადავიღე, არამედ გავახმოვანე. შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ვგონებ. ასე რომ იხილეთ ვიდეო და შეაფასეთ თქვენც. ორიგინალი ფილმი – Downfall.

Link: http://vimeo.com/6993999

The 69th Element (movie)

მინდა შემოგთავაზოთ ახალი ფილმი, რომელიც გადავიღეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თუმცა დღეს მივამონტაჟეთ მხოლოდ :) ფილმი გადაღბულია იმ ახალი ტექნიკის დახმარებით, რომელზეც წინა პოსტში მქონდა ლაპარაკი, რაც ცოტათი შეეტყო კიდეც – კამერა ისე აღარ ხტუნაობს, როგორც საერთოდ ხტუნაობს ხოლმე :)

პოსტერი:

Cover

ფილმი გადაღებულია Trash სტილში, არანაირი წინასწარგანსაზღვრული სცენარი, მომზადებული სცენები და შერჩეული მსახიობები. ყველაფერი სუფთა იმპროვიზაციაა, რასაც თავისი ხიბლი აქვს.

ფილმში მონაწილეობენ:

  • მროველი – მსახიობი, თამაშობს ბიჭის როლს, ასევე სცენარისტის და მემონტაჟის მორალური ასისტენტი.
  • ვიზარდი – მსახიობი, თამაშობს გოგოს როლს, ”ოქროს ალუბლის ტოტის” პრიზიორი.
  • აპოკალიფსი – მსახიობი, თამაშობს უცნაური ტიპის როლს, ”ოქროს ხითხითის” და ”ოქროს აქ-ვარ”-ის პრიზების მფლობელი.
  • ყვავა – ოპერატორი და რეჟისორი, შეთავსებით მემონტაჟე და მასაჟისტი.

ფილმის ჟანრია ეპიკური ჰორორი, სტილი უკვე მოგახსენეთ, რომ თრეში. ასე რომ განეწყვეთ ფილმის საყურებლად, ჩააქვრეთ ოთახში სინათლეები და ჩართეთ ფირი:

YouTube -დან:

link: http://www.youtube.com/watch?v=TMViSyZGBis

ან Vimeo -დან:

link:  http://vimeo.com/5321048

პ.ს. კომენტარები are Welcomed!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.