Tag Archive: ანონსი


Tv Pollitra – თოქშოუ

იდეა ინსპირირებულია ქუჩაში გაკრული ბანერის მიერ, რომელსაც ეწერა ”რადიო პალიტრა”. იდეის ინსპირირება მოხდა ჩემი და ბატონი დავითის მიერ, იქვე სპონტანურად შეიკრიბა სტაფი (გეგა და გოშა), მოვიფიქრეთ სახელი ”TV პოლლიტრა” და პირველი შოუც გადავიღეთ, იქვე ხელათ ნაშოვნ სტუდიაში (გოშას პადვალში).

ვიდეო სამწუხაროდ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან და რადგან ძალიან დიდი გამოვიდა და სად შევტენო არ ვიცი, მაგრამ საღამოსკენ უკვე შეგეძლებათ დატკბეთ ჩვენი გენიალური შემოქმედებით. ჩათვალეთ, რომ ეს არის ანონსი.

ელოდეთ რელიზს. მანამდე კი ერთ სანუგეშო სკრინს გაჩვენებთ, შოუდან, ”მე და ბატონი დავითი” .

Update: ქართული ინტერნეტის პირობებში (როგორც ამბობენ მალე ესეც აღარ გვექნება) ეღირსა და ავქაჩე ვიდეო MyVideo.ge -ზე. შეგიძლიათ უყუროთ და დატკბეთ. ვიდეოს სიგრძე – 23:47, ხარისხი – Fine.

ვიდეოს საყურებლად დააჭირეთ ლინკს: ვიდეოს საყურებელი ლინკი.

აქვე ტიტრები:

წამყვანები – ყვავა და დავითი, ოპერატორები – გოშუნა და გეგუნა :lol: , პოსტ პროდუსინგი – ყვავა.

რაღა თქმა უნდა ვიდეოზე ყველა საავტორო უფლება დაცულია.
©2008, Crow Pictures Production.

იცით ალბათ უკვე, რომ პირველი სერია ორშაბათს უნდა გამოსულიყო, პირველში, მაგრამ მაქამდე ჯერ ერთი რა დაიცდიდა და მერეც მეორე, ტრაილერი ყველა პროდუქტს ჭირდება…

აქედან გამომდინარე მინდა წარმოგიდგინოთ პირველი სერიის ტრაილერი. ამ სერიაში, რომელიც ამავდროულად სეზონის პირველი სერიაცაა, ყვავა და მროველი შეუტევენ დოგმას “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი”. ამ ყველაფერთან ერთად კი პირველი სურპრიზიც – სერიალში ახალი პერსონაჟია, განუმეორებელი ჰანი. ასე რომ უყურეთ და დაელოდეთ ორშაბათს…

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=7Ufwgn7akR4

New* ახლა უკვე Google Video – ზეც:

ლინკი: http://video.google.com/videoplay?docid=-7823613419149478073&hl=en

ქალბატონებო და ბატონებო!
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ”ქრაუ პიქჩერზის” ახალი პროექტი ”დოგმაფილია”.

როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ფრთიანი გამოთქმებითა თუ ანდაზებით, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვიც არავის შეაქვს, მაგალითად ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო”. მაგრამ ასეა თუ არა, მართლა შესაძლებელია თუ არა ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა, ეს არავინ იცის, ან თუნდაც ერთნაირად ”მოეფინების” თუ არა მზე ვარდსა და ნეხვს. ამ ყველაფრის შემოწმება, დამეთანხმებით რომ აუცილებელია…

Crow Pictures” წარმოგიდგენთ შოუს ”დოგმაფილია”, რომელშიც ორი დოგმაფილი, ყვავა და მროველა, მოახდენენ სასწაულებს, გადატრიალებას ერის აზროვნებაში და მეცნიერულად შეამოწმებენ ყველა იმ მითის რაობას და სიმართლეს, რომელიც ტრიალებს ხალხში, თუნდაც ერთი მარგალიტი რომ ავიღოთ – ”გრუზინსკი ხუი ბეტონ ლამაეტ”… რას და როგორ გატეხავს ”ქართული ხუი”, მაგას თქვენი თვალით იხილავთ.

ამ ყველაფერს ექნება შოუს სახე,  რომლის პირველი სერიის გამოსვლაც დაგეგმილია ”სექტემბერსა პირველსა, 2008” და ამის შემდეგ ყოველ ორშაბათს თქვენი თვალით შეგეძლებათ იხილოთ მორიგი დოგმის მსხვრევა ან თუნდაც დამტკიცება. მანამდე კი იხილეთ საპილოტო-საანონსო სერია, სადაც უბრალოდ ხდება ამ ყველაფრის წარდგენა.

Update* ვიდეო უკვე ქართულ საიტზე: http://tvali.ge/index.php?action=watch&v=28992

მაშ ასე, ვიდეო სტუდიაში… YouTube-ზე:

ლინკი ვიდეოზე: http://www.youtube.com/watch?v=U_yxTzwV67c

New* ახლა უკვე Google Video -ზეც…

http://video.google.com/videoplay?docid=7934819325862646220&hl=en

როგორც იქნა ეღირსა მაივიდეოს… ესეც მაქაური ლინკი: http://www.myvideo.ge/?video_id=254670

რაღა თქმა უნდა ნაწარმზე ყველა საავტორო დაცულია და გვეკუთვნის ჩვენ, ქრაუ პიქჩერზს. ეს ისე, ფორმალური ნაწილი.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.