Category: Phone Shot


Tv Pollitra – თოქშოუ

იდეა ინსპირირებულია ქუჩაში გაკრული ბანერის მიერ, რომელსაც ეწერა ”რადიო პალიტრა”. იდეის ინსპირირება მოხდა ჩემი და ბატონი დავითის მიერ, იქვე სპონტანურად შეიკრიბა სტაფი (გეგა და გოშა), მოვიფიქრეთ სახელი ”TV პოლლიტრა” და პირველი შოუც გადავიღეთ, იქვე ხელათ ნაშოვნ სტუდიაში (გოშას პადვალში).

ვიდეო სამწუხაროდ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან და რადგან ძალიან დიდი გამოვიდა და სად შევტენო არ ვიცი, მაგრამ საღამოსკენ უკვე შეგეძლებათ დატკბეთ ჩვენი გენიალური შემოქმედებით. ჩათვალეთ, რომ ეს არის ანონსი.

ელოდეთ რელიზს. მანამდე კი ერთ სანუგეშო სკრინს გაჩვენებთ, შოუდან, ”მე და ბატონი დავითი” .

Update: ქართული ინტერნეტის პირობებში (როგორც ამბობენ მალე ესეც აღარ გვექნება) ეღირსა და ავქაჩე ვიდეო MyVideo.ge -ზე. შეგიძლიათ უყუროთ და დატკბეთ. ვიდეოს სიგრძე – 23:47, ხარისხი – Fine.

ვიდეოს საყურებლად დააჭირეთ ლინკს: ვიდეოს საყურებელი ლინკი.

აქვე ტიტრები:

წამყვანები – ყვავა და დავითი, ოპერატორები – გოშუნა და გეგუნა :lol: , პოსტ პროდუსინგი – ყვავა.

რაღა თქმა უნდა ვიდეოზე ყველა საავტორო უფლება დაცულია.
©2008, Crow Pictures Production.

აჰა, როგორც იქნა, მოება თავი ამ დიად და საშვილიშვილო საქმეს, ”იცით თუ არა რომ” (ხან კონგოსთან და ხან გეგასთან ერთად) როგორც იქნა ავტვირთე ყოუტუბზე, ყველა სერია და ახლა თქვენც შეგიძლიათ დატკბეთ ამ ყველაფრით…

ბევრი რომ არ გავატრაკო (ცხელა და ბევრი წერის თავი არ მაქვს), აქვე პლეილისტის ლინკი, დააჭირეთ და ყველა სერია, პირველი და მეორე სეზონები, გადაგეშლებათ თვალწინ :)

http://www.youtube.com/view_play_list?p=313F34E49448EB36YouTube Playlist.

მუზამ შეგვაწუხა ამ ორიოდე დღის წინ და გადავწყვიტეთ, რომ გადავიღოთ ”იცით თუ არა რომ”-ის მეორე სეზონის შემდეგი, ანუ მეორე სერია. გადაღებები არ დამთავრებულა, ფაქტიურად, მაგრამ მანამდე შემიძლია წარმოვადგინო ტრეილერი.

მაშ ასე, ”იცით თუ არა რომ… კონგოს დაბრუნება” (ტრეილერი)

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=uywb3MDRLyg

New! გადმოსაწერი ლინკი: Download (bin.ge) , Download (allshares.ge)

ახალი ”ფილმი”, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. პრინციპში, ფილმი ყველაფერს შეიძლება ეწოდოს, თუნდაც ის სრულიად შემთხვევით იყოს გადაღებული, როგორც ამ შემთხვევაში.

”ჩასაფრებული შეიდი, უხილავი ყვავი” არის ამ ჟანრის შედევრი. ფილმი გადაღებულია ჩინური ორთაბრძოლების საუკეთესო ტრადიციებში, მასში… მოკლედ ბლა ბლა ბლა :D

მობილნიკით გადაღებული ერთ წუთიანი ბოევიკი. უყურეთ და დატკბით :-)

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=UguV-juJHa4

New! ჩამოსაქაჩი ბმული (ბინ.გე): http://bin.ge/file/164748/Crounching-Shady–Hidden-Crow.wmv.html

ეს კი პოსტერი:

Graveyard Nightmare

[ ძველი რელიზი ]

წარმოგიდგენთ ერთ ძველ შორტ ფილმს. ფილმი გადაღებულია 2007 წლის 22 თებერვალს. სტილი: ფსიქოდელიკ-საშიშ-უცნაურ-გოთიკური, მოკლედ მე თვითონ არ ვიცი როგორი სტილია ეს :-)

გადაღებულია მობილურით :-)

Enjoy watching. :-)

პირდაპირი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=BtIQDcK8A0k 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.