Category: Camera Shot


[rel] ტაბულა არტი

მინდა ორი ვიდეო ერთდროულად წარმოგიდგინოთ.

1. ერთი სამუშაო დღე ჟურნალ ”ტაბულაში”

ვიდეო, როგორც ასეთი, დიდ მხატვრულ ღირებულებას არ ატარებს, უფრო ხელის გავარჯიშებისთვის გადავიღე

Link for HD:  Vimeo.com/19744051

2. ვალენტინობის დღე იქვე

ეს ვიდეო არც თუ თამამად, მაგრამ მაინც შეიძლება გავიდეს ვიდეო არტების სექციაში, ასე რომ მოიმარჯვეთ ყურები, განეწყვეთ ვალენტინურად და ჩართეთ ვიდეო:

Link for HD: Vimeo.com/20194358

ტრადიციული ნაწილი, ანუ გადაღების და დამუშავების ტექნიკა:

გადაღებისთვის გამოვიყენე Flip video recorder-ი, დასამუშავებლად NCH Video pad.

ყველა ვიდეოს საავტორო უფლება დაცულია, მის არასწორად გამომყენებელს საზეიმოდ მოვაჭრი ხელს.

[rel] Rain in Tbilisi

ვიდეო, გადაღებული სპონტანურად. რამდენიმე კადრის გადაღება მინდოდა ჯერ არჩაუწერელი სიმღერისთვის და ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ სულ სხვა მხარეს წავედი და მცირედი ვიდეოარტიც ავაწყვე. არტი თავის მხრივ არ შეიცავს არაფერ განსაკუთრებულს და პიზდეცინტელექტუალურს. ერთია, რომ ამ ჟანრში ეს ჩემი პირველი ნამუშევარია. ასე თუ ისე სრული ფორმის.

უბრალოდ დატკბით კადრის სილამაზით.

Soft used:
Stoik Capture – capturing video
Sony Vegas 9.0 – editing

ვიდეოს სრული ხარისხის სანახავად ჩართეთ HD mode და გაუშვით მთელს ეკრანზე.

ვიმეოზე დასაკომენტებლად, გადადი ვიდეოს გვერდზე: Vimeo.com/15577837

[rel] Robot Power

წარმოგიდგენთ დემო ვიდეოს, რომელიც გუშინ გადავიღე და დავამონტაჟე. ვიდეოს სიუჟეტი და სცენარი არ აქვს, ვინაიდან და რადგან წარმოადგენს მხოლოდ ძალების მოსინჯვას. ძალები მოსინჯულია და მწვანე შუქი ანთებულია – ასეთი ვიდეოების გადაღება შემძლებია. შემდეგი იქნება ალბათ უკვე მსგავსი სკილების სცენარიან არტში გამოყენება.

შეაფასეთ და დააფასეთ, თვით ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/13059573

მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ნაწარმი, რომელიც მართალია უკვე წარვადგინე სხვა საიტებზე (ni2.ge, bigcrow.ge), მაგრამ როგორც ნამუშევარი ჯერ არ განმიხილია.

ესაა ვიდეო ”შარფი და *ლე ლიბერალები”. ვიდეო გადავიღეთ 25 ივნისს, 2010, როდესაც მე და საბა ვიყავით ზღვაზე. ჩემი დივიკამი არ მქონდა თან წაღებული, შესაბამისად არც სთეიდიკამი, რის გამოც გამოსახულება საკმაოდ არასტაბილურია და ხტუნავს. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ყველა მოქმედება, ფრაზა თუ კადრი არის იმპროვიზაცია. იმპროვიზაციაა მონტაჟიც, ფლეშკაზე შემთხვევით ნაპოვნი ქუდებით. თუმცა შესანიშნავი განათება და კარგი სამოყვარულო კამერა თავისას შვება და ვიდეოს ხარისხი ასატანს უახლოვდება. ახლა კი თავად ვიდეო, რომელიც წარმოადგენს ვიდეოშარჟს ქართული ჟურნალისტიკისა.

წარმოგიდგენთ ახალი კამერით გადაღებულ ახალ ნამუშევარს (14 აპრილი, 2010).

შორტ ფილმი – ”მისტერ დამძახებელი”. ეს არის პატარა ურბანული არტი, რომელიც რამდენიმე რეკორდს ერთდროულად ხსნის ქრაუ პიქჩერზისთვის – ყველაზე მოკლე ფილმი, ყველაზე მალე გადაღებული ფილმი, ყველაზე colored ფილმი, პირველი ვაიდსკრინ ფილმი.

იდეა თავისთავად არახალია და აღებულია ურბანული კულტურიდან. აქ იუმორისტულ სტილშია მოთხრობილი ერთი მცირე პრობლემის შესახებ, კერძოდ ესაა ”გადაწელილი ბაზარი”. დანარჩენს სიტყვებით ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო.

მცირე ტიტრები – სცენარის ავტორები, რეჟისორები, კამერა და გადაღება – ყვავა და მროველი. მაშ, მოვიდა ვიდეოს დროც:

link to video: http://vimeo.com/10929482

Mamia and Folks – Ep. 1

წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დამზადებულია ”ქრაუ პიქჩერზის” მიერ სპეციალურად ”ნი2 არტს”-ისთვის – ”მამია და ხალხი”. შეგიძლიათ განსაჯოთ მისი როგორც ტექნიკური, ასევე მხატვრული ღირებულებები:

Link: http://vimeo.com/7111031

The 69th Element (Behind The Scenes)

ქალბატონებო და ბატონებო, გთავაზობთ ბონუს ვიდეოს ფილმზე The 69th Element (movie) – კამერის მიღმა დარჩენილი კადრები, მონტაჟი და ფილმში ვერ მოხვედრილი კადრები/სცენები. ამ ყველაფერს ამშვენებს მსუბუქი და ლამაზი მუსიკა.

ასე რომ უყურეთ და დატკბით, არანაკლები საყურებელია, ვიდრე ფილმი:

link: http://vimeo.com/5369802

უბადლო მონტაჟის ავტორი – მროველი :)

The 69th Element (movie)

მინდა შემოგთავაზოთ ახალი ფილმი, რომელიც გადავიღეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თუმცა დღეს მივამონტაჟეთ მხოლოდ :) ფილმი გადაღბულია იმ ახალი ტექნიკის დახმარებით, რომელზეც წინა პოსტში მქონდა ლაპარაკი, რაც ცოტათი შეეტყო კიდეც – კამერა ისე აღარ ხტუნაობს, როგორც საერთოდ ხტუნაობს ხოლმე :)

პოსტერი:

Cover

ფილმი გადაღებულია Trash სტილში, არანაირი წინასწარგანსაზღვრული სცენარი, მომზადებული სცენები და შერჩეული მსახიობები. ყველაფერი სუფთა იმპროვიზაციაა, რასაც თავისი ხიბლი აქვს.

ფილმში მონაწილეობენ:

  • მროველი – მსახიობი, თამაშობს ბიჭის როლს, ასევე სცენარისტის და მემონტაჟის მორალური ასისტენტი.
  • ვიზარდი – მსახიობი, თამაშობს გოგოს როლს, ”ოქროს ალუბლის ტოტის” პრიზიორი.
  • აპოკალიფსი – მსახიობი, თამაშობს უცნაური ტიპის როლს, ”ოქროს ხითხითის” და ”ოქროს აქ-ვარ”-ის პრიზების მფლობელი.
  • ყვავა – ოპერატორი და რეჟისორი, შეთავსებით მემონტაჟე და მასაჟისტი.

ფილმის ჟანრია ეპიკური ჰორორი, სტილი უკვე მოგახსენეთ, რომ თრეში. ასე რომ განეწყვეთ ფილმის საყურებლად, ჩააქვრეთ ოთახში სინათლეები და ჩართეთ ფირი:

YouTube -დან:

link: http://www.youtube.com/watch?v=TMViSyZGBis

ან Vimeo -დან:

link:  http://vimeo.com/5321048

პ.ს. კომენტარები are Welcomed!

Sunrise – time lapse

კიდევ ერთი ვიდეო აჩქარებული სახით, ამჯერად გათენების და არა მზის ჩავსლის. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფილტრი გამოვიყენე, ვიდეო მაინც გადანათდა ბოლოსკენ. ცხადია ეს კამერის ბრალიცაა. არადა თავიდან კარგ ფერებზეა…

ეს ყველაფერი არის გუშინდელი და დღევანდელი ნაშრომი. მოკლედ ასეა თუ ისეა, ნახეთ ვიდეო:

YouTube:

link: http://www.youtube.com/watch?v=ZRXFOZzW7rU

Vimeo:

link: http://vimeo.com/4094925

Make some Noise

ისევ და ისევ ვიმეოს პროექტი, ამჯერად უფრო რთული, ვიდრე წინა (5×5). ”მეიკ სამ ნოის” – მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვეულებრივი ხმაურებისგან უნდა ააწყო რაღაც მუსიკის მსგავსი. ყოველთვის მინდოდა მსგავსი რამის გაკეთება, მაგრამ როდესაც ამას პროექტის და გამოწვევის სახე მიეცა, უფრო სტიმული მომეცა და გავაკეთე რაღაც, რისი ნახვაც შეგიძლიათ აქვე. ფაქტიურად შეფასებაც და რაც მთავარია – თქვენც შეგიძლიათ მსგავსის გაკეთება. ეს ყველაფერი, რასაც იხილავთ, სამი დღის არაინტენსიური მუშაობის შედეგია. მაშ ასე, ვიდეო:

link: http://vimeo.com/3601445

Follow

Get every new post delivered to your Inbox.