Category: Stuff


პროფილები

ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, მომივიდა ასეთი შესანიშნავი იდეა, რომ საიტს, ბლოგს ან რაც გინდათ ის უწოდეთ-ს უნდა დაემატოს განყოფილება ”პროფილები”, სადაც იქნება ”ქრაუ პიქჩერზის” სტაფის პროფილები, ვინ არიან, რას აკეთებენ, რა როლი აქვთ ამ ყველაფერში და რაც მთავარია – იქვე იქნება პატარა ვიდეოპროფილიც მათთვის, ვისაც კითხვა ეზარება და საერთოდ, ვისაც ვიდეოს ყურება უყვარს :)

მოკლედ, ელოდეთ სიახლეებს. ყველა სიახლე, რა თქმა უნდა, დაიწერება აქვე. იმისათვის, რომ განახლება ავტომატურად მოგივიდეთ, გამოიწერეთ ბლოგის RSS არხი,  ან უბრალოდ ჩაამატეთ ბლოგი ფავორიტებში (Ctrl + D) და  შემოდით ხოლმე რეგულარულად.

ასე რომ, ელოდეთ სიახლეებს.

მაშასადამე სტუდიაში ცვლილებებია. სტუდია დატოვა და მეზობელ დაჯგუფებას შეეხიზნა დონის მსახიობი, კაცი ზომბი და კაცი ავადმყოფური აზროვნება, თვით გეგა, გარდა მსახიობურ ტალანტისა, გეგა სპეცეფექტების შესანიშნავი ოსტატია, ასე რომ მეზობელ დაჯგუფებას შეუძლია დილა-საღამოს სანთლები გვინთოს ასეთი კაცი რომ იშოვნეს :|
გეგას წასვლას გარდა უარყოფითისა, დადებითი მხარეებიც აქვს. დღეიდან სტუდია უფრო შეიკრა და უახლოეს მომავალში სტუდიის რეზიდენტ წევრად ალბათ არავის მივიღებთ.

მაშასადამე, crowpictures-ის სტაფი დღევანდელი მდგომარეობით:

ყვავა სტუდიის სული და გული, მთავარი ინტელექტუალური რესურსი, რეჟისორი და პროდიუსერი

მროველი სტუდიის ახალი შენაძენი. მისი მთავარი საქმე პროფესიული სცენარების წერა, მედია მენეჯმენტი, ტვინის ბურღვა და სიგარეტის მოწევაა

კაქტუსა კიდევ ერთი ინტელექტუალური რესურსი + კომპიუტერული გრაფიკა და სპეცეფექტები

ეს ცოცხალი ძალა, რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენი სტუდიის განაკრგულებაშია Samsung-ის ვიდეო კამერა (ზუსტი მოდელი არ მახსოვს :| ) შტატივი, ანიმაციური სტუდია (დაწვრილებით ქვედა პოსტში) ორი მეტნაკლებად ძლიერი კომპიუტერი, ასევე სცენარისტის განკარგულებაშია პროფესიული სცენარების საწერი პროგრამა, რომელიც მწარმოებლის საიტზე 300 მწვანე ღირს, ვარეზებზე კი არ იშოვნება ;)

სცენარისტი в студию!

მაშდამე, გამარჯობა.

სტუდია ”Crow Pictures”-ს ოფიციალურად შემოუერთდა აქამდე განზე მდგომი და ცალკე მოღვაწეობით დაკავებული, მრავალი ნოველისა თუ მოთხრობის ავტორი, სცენარისტი ლევან მროველი. იმედია, რომ მისი ტალანტი და ენთუზიაზმი სასიკეთოდ გამოადგება სტუდიას და იქნება საწინდარი ჩვენი მომავალი წარმატებისა. აქამდე ის მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა სცენარების, კერძოდ კი ”ცანგალა და გოგონა”-ს კლიპის სცენარის შექმნა-დამუშავებაში.

ახლა კი არაოფიციალური ნაწილი :-)  მოკლედ, ლევანჩიკი ჩვენს გვერდითაა, ერთი თავი კარგიაო, მაგრამ ორი უკეთესიო… თან ეს აპგრეიდი, ჩვენში რომ დარჩეს, მარტო ინტელექტუალური განახლება არაა, ჩვენი აპარატურის დონესაც შეეტყობა… ასე თუ ისე :-)

ასე რომ ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.