Archive for July, 2010


[rel] Robot Power

წარმოგიდგენთ დემო ვიდეოს, რომელიც გუშინ გადავიღე და დავამონტაჟე. ვიდეოს სიუჟეტი და სცენარი არ აქვს, ვინაიდან და რადგან წარმოადგენს მხოლოდ ძალების მოსინჯვას. ძალები მოსინჯულია და მწვანე შუქი ანთებულია – ასეთი ვიდეოების გადაღება შემძლებია. შემდეგი იქნება ალბათ უკვე მსგავსი სკილების სცენარიან არტში გამოყენება.

შეაფასეთ და დააფასეთ, თვით ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/13059573

[release] Durex – Create the next Ad

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომლიც დამზადებულია დურექსის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. Create the next Durex ad -ასე ქვია ამ კონკურსს. კლიპის იდეა მარტივია – დურექსი არ აპარებს. სარეკორდოდ დიდხანს ნაფიქრი და სარეკორდოდ მოკლე დროში დამზადებული ვიდეორგოლი. იხილეთ:

Link to video: http://vimeo.com/13056055

გთხოვთ დააშეაროთ/გაავრცელოთ.

სტუდია ”ქროუ პიქჩერზს” დაგეგმილი აქვს კლიპის გადაღება ”იმორტალ დრანკარდსის” ახალ სიმღერაზე – გელინო. კლიპისთვის გვჭირდება 3 (სამი) გოგო, სასიამოვნო გარეგნობის და მცირედი არტისტული ნიჭით. სასურველია შეეძლოთ ცეკვა. მსურველები გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. გადაღება იქნება შემდეგ პარასკევს ან შაბათს, ან ორივე დღეს, საღამოს საათებში, ასე რომ დროის ამბავშიც გაითვალისწინეთ.

სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ:

მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ნაწარმი, რომელიც მართალია უკვე წარვადგინე სხვა საიტებზე (ni2.ge, bigcrow.ge), მაგრამ როგორც ნამუშევარი ჯერ არ განმიხილია.

ესაა ვიდეო ”შარფი და *ლე ლიბერალები”. ვიდეო გადავიღეთ 25 ივნისს, 2010, როდესაც მე და საბა ვიყავით ზღვაზე. ჩემი დივიკამი არ მქონდა თან წაღებული, შესაბამისად არც სთეიდიკამი, რის გამოც გამოსახულება საკმაოდ არასტაბილურია და ხტუნავს. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ყველა მოქმედება, ფრაზა თუ კადრი არის იმპროვიზაცია. იმპროვიზაციაა მონტაჟიც, ფლეშკაზე შემთხვევით ნაპოვნი ქუდებით. თუმცა შესანიშნავი განათება და კარგი სამოყვარულო კამერა თავისას შვება და ვიდეოს ხარისხი ასატანს უახლოვდება. ახლა კი თავად ვიდეო, რომელიც წარმოადგენს ვიდეოშარჟს ქართული ჟურნალისტიკისა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.