Archive for June, 2009


The 69th Element (Behind The Scenes)

ქალბატონებო და ბატონებო, გთავაზობთ ბონუს ვიდეოს ფილმზე The 69th Element (movie) – კამერის მიღმა დარჩენილი კადრები, მონტაჟი და ფილმში ვერ მოხვედრილი კადრები/სცენები. ამ ყველაფერს ამშვენებს მსუბუქი და ლამაზი მუსიკა.

ასე რომ უყურეთ და დატკბით, არანაკლები საყურებელია, ვიდრე ფილმი:

link: http://vimeo.com/5369802

უბადლო მონტაჟის ავტორი – მროველი :)

The 69th Element (movie)

მინდა შემოგთავაზოთ ახალი ფილმი, რომელიც გადავიღეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თუმცა დღეს მივამონტაჟეთ მხოლოდ :) ფილმი გადაღბულია იმ ახალი ტექნიკის დახმარებით, რომელზეც წინა პოსტში მქონდა ლაპარაკი, რაც ცოტათი შეეტყო კიდეც – კამერა ისე აღარ ხტუნაობს, როგორც საერთოდ ხტუნაობს ხოლმე :)

პოსტერი:

Cover

ფილმი გადაღებულია Trash სტილში, არანაირი წინასწარგანსაზღვრული სცენარი, მომზადებული სცენები და შერჩეული მსახიობები. ყველაფერი სუფთა იმპროვიზაციაა, რასაც თავისი ხიბლი აქვს.

ფილმში მონაწილეობენ:

  • მროველი – მსახიობი, თამაშობს ბიჭის როლს, ასევე სცენარისტის და მემონტაჟის მორალური ასისტენტი.
  • ვიზარდი – მსახიობი, თამაშობს გოგოს როლს, ”ოქროს ალუბლის ტოტის” პრიზიორი.
  • აპოკალიფსი – მსახიობი, თამაშობს უცნაური ტიპის როლს, ”ოქროს ხითხითის” და ”ოქროს აქ-ვარ”-ის პრიზების მფლობელი.
  • ყვავა – ოპერატორი და რეჟისორი, შეთავსებით მემონტაჟე და მასაჟისტი.

ფილმის ჟანრია ეპიკური ჰორორი, სტილი უკვე მოგახსენეთ, რომ თრეში. ასე რომ განეწყვეთ ფილმის საყურებლად, ჩააქვრეთ ოთახში სინათლეები და ჩართეთ ფირი:

YouTube -დან:

link: http://www.youtube.com/watch?v=TMViSyZGBis

ან Vimeo -დან:

link:  http://vimeo.com/5321048

პ.ს. კომენტარები are Welcomed!

Steadycam

ვაშა მშრომელებს…

ამ ცოტაოდენი ხნის წინ ვიმეოზე ვუყურებდი რაღაც ლამაზ და მშვენიერ ტუტორიალს, როგორ უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში ე.წ. ”Steadycam”-ი. სტედიკამი წარმოადგენს რაღაც პატარა მოწყობილობას, რომელიც  გავს შტატივს და ასრულებს კამერის საპირწონეს ფუნქციას. გამოიყენება მოძრავი, ”ხელით” გადაღებისათვის, როდესაც კამერა არ არის შტატივზე დამაგრებული და წარმოადგენს ოპერატორის ”პირველი პირიდან” დანახულს. ვისაც გიცდიათ მსგავსი გადაღება კამერით, აუცილებლად დადგებოდით იმ პრობლემის წინაშე, რომ კამერა ხტუნავს, კადრი ცახცახებს და საბოლოოდ არაფერი კარგი აქედან არ გამოდის.

სწორედ ამისთვის მოიგონეს კამერის სტაბილიზატორი, რომელიც ერთდროულად ამძიმებს კამერას და თავისებურად წარმოადგენს ქანქარას, რომლის ერთ ბოლოში არის კამერა, მეორეში კი რაიმე სიმძიმე, რომელიც არ აძლევს კამერას და შესაბამისად კადრს იმის საშუალებას, რომ იფართხალოს და ყველაფერი გააფუჭოს.

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ტუტორიალს ვუყურებდითქო ამ ყველაფერზე, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს სტაბილიზატორის დამზადება, მაგრამ ერთმა მომენტმა დამაფიქრა – ბოლოში კამერის დასამაგრებელმა ვინტმა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გამახსენდა, რომ სადღაც ძველი და ცალფეხმოტეხილი ფოტოშტატივი მეგდო, რომელსაც ზუსტად ასეთი ვინტი აქვს თავში. გამოვაძრე, მივამაგრე კამერას და ოპა – ყოველგვარი წვალების გარეშე, ლამაზი და კოხტა სტაბილიზატორი შემრჩა ხელში, რომელსაც მართალია ცოტა გადაკეთება და დამუშავება უნდა, მაგრამ ნოლიდან აწყობას ჯობია.

ასე რომ, ესეც პატარა აპდეიტი გამოდის,  ტექნიკის ამბავში. მაშასადამე ახალი ხარდი – ახალი ვიდეოები, უკეთესად გადაღებული. ვაშა…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.