სიახლე მაქვს ე.ი. გადასარევი, ნუ ჩემთვის მაინც გადასარევი… როგორც იტყვიან Насматрелся სხვადასხვა იდიოტურ ანიმაციებზე, საუთ პარკის და რობოტ ჩიქენის სტილის, სადაც არაკომპიუტერზე ხდება ანიმაცია, ჰოოდა უცებ გამახსენდა ერთი შესანიშნავი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რომელიც გარდერობის თავზე მიდევს აგერ უკვე რამდენი ხანია და მტვერი ედება.
ესაა შტატივი, ოღონდ უბრალოდ შტატივი არა, მაკროშტატივი, განკუთვნილი ფოტოგადაღებებისთვის. ამ შტატივს მე ისტორიამდელ პერიოდში ვიყენებდი რაღაც-რაღაც ფოტოგადაღებებისთვის, მაგრამ ახლა მისი დატუნინგება… ჰმ, კაი აზრია…
”…და მუნ ჰქმნა ყვავამ ნათელი…”, ანუ შტატივს მივამაგრე განათება, მივამაგრე პაწაწკუნტელა და მონიტორის თავზე ტყუილად მყოფი ვებკამერა და ვოალა! ანიმაციის მინი სტუდია მზადაა!
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სურათებით დატკბით:
ეს საერთო ხედი, ეს კი ახლოდან:
ჰო, სურათები პატარებადაა ჩასმული, დააჭირეთ და გაიზრდება.
პირველ პროდუქციას მალევე შემოგთავაზებთ… :-)))





ი ბელიევე ინ ყოუ ბოყს ანდ გირლს
)
:2kiss:
))
როგორ მომწონს როდესაც ბიჭებს რაღაცეების დატუნინგება ეხერხებათ
გადაიღე რამე და დადე, ველი მოუთმენლაფდ
სალამი მეგობრებო

კაი ოხერი კაცი ჩანხარ ბატონო ცროუ
შეგიძლიათ რო გადაღების მსვლელობა გადაიღოთ და დადოთ
საინტერესო იქნება ვგონებ
ისე ხო კარგად?
ახლა დავაკვირდი, რომ კომენტარების მოდერაცია ყოფილა ჩართული…
ვის რათ უნდა?
ჰოდა, დავდებ, ყველაფერს დავდებ
ბატონო მურთაზ, რატომ აღარ წერთ ბლოგს?
რავიცი ჩემო ცროუ
კრიზისი მაქ ცხოვრებაში, არა მარტო მუზური
რავიცი რავიცი
კრიზისი ვის არ აქვს, მაგრამ წერს ხალხი მაინც, ხო ხედავ
uii iseti sayvareli krizisuna maqvs shegidzliat gaskdet bogmisgan
ჩვენ გვშურს შენი კრიზისის
აჰა, სატესტო ანიმაცია დაიდო…
ნახეთ პოსტი…
animashka msaxiobi ro viko ar gindat?
damxateeet
p.s. `gavchede me…me gavchedededede …
nu imch…
nenenenevt
GAMARJOBAT, ADMIN GTXOV SKYPEZE DAMAMATE RAGAC SAKME MAKVS
chemi skupes id: mixrecords