Archive for February, 2008


ქუდი მზადაა

არა, მკერავობა არ დამიწყია…

ქუდი გავაკეთე რა, ვიდეო ქუდი, უფრო სწორად ვიდეოების ქუდი, ანუ ვიდეო როლიკი, რომლითაც დაიწყება (სანამ უკეთესს არ გავაკეთებ :P ) ყველა ანიმაცია, ჩვენს მიერ გაკეთებული. მოკლედ, ქუდია რა :) ნუ საუნდტრეკი ორიჯინალი, ბაი მი.

და რაღა თქმა უნდა ლინკი ვიდეოზე: http://www.youtube.com/watch?v=MScvV3DcyOc

სამი ისა…

…მოკლედ, ჩვენი სურათი.

რა კარგები და რა ლამაზები ვართ, პირდაპირ აღარ შემიძლია რა…

მაშასადამე სტუდიაში ცვლილებებია. სტუდია დატოვა და მეზობელ დაჯგუფებას შეეხიზნა დონის მსახიობი, კაცი ზომბი და კაცი ავადმყოფური აზროვნება, თვით გეგა, გარდა მსახიობურ ტალანტისა, გეგა სპეცეფექტების შესანიშნავი ოსტატია, ასე რომ მეზობელ დაჯგუფებას შეუძლია დილა-საღამოს სანთლები გვინთოს ასეთი კაცი რომ იშოვნეს :|
გეგას წასვლას გარდა უარყოფითისა, დადებითი მხარეებიც აქვს. დღეიდან სტუდია უფრო შეიკრა და უახლოეს მომავალში სტუდიის რეზიდენტ წევრად ალბათ არავის მივიღებთ.

მაშასადამე, crowpictures-ის სტაფი დღევანდელი მდგომარეობით:

ყვავა სტუდიის სული და გული, მთავარი ინტელექტუალური რესურსი, რეჟისორი და პროდიუსერი

მროველი სტუდიის ახალი შენაძენი. მისი მთავარი საქმე პროფესიული სცენარების წერა, მედია მენეჯმენტი, ტვინის ბურღვა და სიგარეტის მოწევაა

კაქტუსა კიდევ ერთი ინტელექტუალური რესურსი + კომპიუტერული გრაფიკა და სპეცეფექტები

ეს ცოცხალი ძალა, რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენი სტუდიის განაკრგულებაშია Samsung-ის ვიდეო კამერა (ზუსტი მოდელი არ მახსოვს :| ) შტატივი, ანიმაციური სტუდია (დაწვრილებით ქვედა პოსტში) ორი მეტნაკლებად ძლიერი კომპიუტერი, ასევე სცენარისტის განკარგულებაშია პროფესიული სცენარების საწერი პროგრამა, რომელიც მწარმოებლის საიტზე 300 მწვანე ღირს, ვარეზებზე კი არ იშოვნება ;)

Test Animation

დღეს მროველი იყო ჩემთან…

ჰოდა მოდი, რა ვქნათ, რა ვქნათო და გავაკეთეთ პატარა ტესტი სისტემისა, სატესტო ანიმაცია, ”კაკ ვსიო ეტო ბუძიტ რაბოტაწ”. შედეგი მოგვეწონა, შეიძლება ასე მუშაობა თურმე.

ანიმაცია, როგორც ასეთი, არაფერი განსაკუთრებული არაა, რამდენიმე (50+) კადრი გადავიღეთ და მერე ერთმანეთზე მივაბით, პატარა მუსიკა დავადეთ და ესეც შენი სატესტო ანიმაცია.

აქვე ფოტოები და რაღა თქმა უნდა ვიდეოც, რა გამოვიდა და როგორ კეთდებოდა.

აგერ მეორე კადრიც…

და რაღა თქმა უნდა თავად ვიდეოც:

პირდაპირი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=dx23PA1lDQ8

ანიმაციის სტუდია

სიახლე მაქვს ე.ი. გადასარევი, ნუ ჩემთვის მაინც გადასარევი… როგორც იტყვიან Насматрелся სხვადასხვა იდიოტურ ანიმაციებზე, საუთ პარკის და რობოტ ჩიქენის სტილის, სადაც არაკომპიუტერზე ხდება ანიმაცია, ჰოოდა უცებ გამახსენდა ერთი შესანიშნავი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რომელიც გარდერობის თავზე მიდევს აგერ უკვე რამდენი ხანია და მტვერი ედება.

ესაა შტატივი, ოღონდ უბრალოდ შტატივი არა, მაკროშტატივი, განკუთვნილი ფოტოგადაღებებისთვის. ამ შტატივს მე ისტორიამდელ პერიოდში ვიყენებდი რაღაც-რაღაც ფოტოგადაღებებისთვის, მაგრამ ახლა მისი დატუნინგება… ჰმ, კაი აზრია…

”…და მუნ ჰქმნა ყვავამ ნათელი…”, ანუ შტატივს მივამაგრე განათება, მივამაგრე პაწაწკუნტელა და მონიტორის თავზე ტყუილად მყოფი ვებკამერა და ვოალა! ანიმაციის მინი სტუდია მზადაა!

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სურათებით დატკბით:

ეს საერთო ხედი, ეს კი ახლოდან:

ჰო, სურათები პატარებადაა ჩასმული, დააჭირეთ და გაიზრდება.

პირველ პროდუქციას მალევე შემოგთავაზებთ… :-)))

ზომბი ნიდიდ :-)

გაგონილა კაცო ასეთი რაღაც? კაცს რომ ზომბი საძებნელი გეყოლება… ნუ მართალია ერთი ზომბი არ გვინდა ჩვენ, არამედ რამდენიმე, მაგრამ მაინც რა :-) ზომბი ზომბია…

მოკლედ, კლიპისთვის რამდენიმე ზომბი გვჭირდება, ან მათი მოვალეობის შემსრულებელი ვინმე, მაგრამ ვერ ვშოულობთ, არ ცალია ხალხს მაღალი ხელოვნებისთვის და ჰა…

ეჰ ))

Follow

Get every new post delivered to your Inbox.